გიგი უგულავა

უგულავა: თუ გვინდა, ვიბრძოლოთ, ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, ბარდაგს წერტილი უნდა დაესვას

ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რაც მთელი წელია ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა და დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ ბარდაგს ვუსვამთ წერტილს ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას.

გიგი უგულავა ენმ-ს ღონისძიების დაწყებამდე, რომელიც "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს ეძღვნება. 

შეკრებაზე ენმ-ს გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.

კომენტარები