სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს.
"საპარლამენტო საქმიანობას ვწყვეტთ, ვაჩერებთ, ბოიკოტში გადავდივართ". – თქვა მანჯგალაძემ ტაბულასთან საუბარში.
მისივე თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებაზე იმუშავებს.
6 თებერვალს, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს.