რუსული კანონი

პოლიციის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობისთვის პარლამენტთან 4 პირია დაკავებული - სირაძე

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს.

"ამ დროისათვის დაკავებულია ოთხი პიროვნება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმიდინარეობდა აქცია, აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელი ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, სამართალდამცველებმა შესაბამისად იმოქმედეს.  მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – განაცხადა სირაძემ.

პოლიციამ აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან დააკავა, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელთან უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ მათი დაკავება.

პარლამენტის კომიტეტებმა პირველი მოსმენით მიიღო ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების ინიცირებული ორი რუსული კანონპროექტი, რომელიც "უცხოელი აგენტების" გამოვლენას ეხება.

კომენტარები