60 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ლენს რედიკი გარდაიცვალა. The Wire-ის ვარსკვლავი საკუთარ სახლში იპოვეს, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
რედიკს საყოველთაო პოპულარობა სერიალ The Wire-ში შესრულებულმა სედრიკ დენიელსის როლმა მოუტანა. თითქმის 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა ფილმებსა და სერიალებში ათობით სახასიათო როლი ითამაშა, მათ შორის ისეთ დიდ პროექტებში როგორებიც არის Lost, Heroes, John Week, Godzilla, Fringe, Law & Order.
2021 წელს ფილმ One Night In Miami...-ისთვის მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიის ნომინაცია.