ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის და პუბლიკის დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 30 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საღამოს შეატყობინეს.
ბექა ჯიქურაშვილი და ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.
ტაბულას ჟურნალისტი და პუბლიკის დირექტორი რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებულია, რის შემდეგაც, ისინი ხელწერილით გაათავისუფლეს.