ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაშხი კრამონზე: ძალადობის მხარდამჭერ აქციაში ჩაერთო – ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია

ევროპარლამენტი, რომელიც მოგიწოდებს, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, მოგიწოდებს დეპოლარიზებაზე, ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი იყოს ჩართული ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში და განცხადებებში... ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც - ერთი მხრივ, შეიძლება, მის ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას, მაგრამ სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს... შესაბამისად, ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი იმედთან ინტერვიუში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას. 

შაბათს, 1-ელ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტაბულას, ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც. 

კომენტარები