ქართული ოცნება

კობახიძე: წლებია, კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, ის მათი აგენტია

არავინ არ ეკითხება კეზერაშვილს პოლიტიკაში დარჩენა-არდარჩენას, სინამდვილეში ის იღებს თავისუფალი მიმოსვლის გარანტიას სწორედ იმის სანაცვლოდ, რომ აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში. შესაბამისად, მისთვის ეს იძულებაც არის, მას არავითარი სვლაც არა აქვს. აქედან გამომდინარე მისი ნებაც არ არის პოლიტიკაში დარჩენა-არდარჩენა, ეს არის დავალება, ის არის ერთერთი უცხოელი აგენტი, შეიძლება, იძულებით გახდა, შეიძლება თავისი ნებით, არ ვიცი, მაგრამ იძულებაც იყო ამაში, რადგან სხვანაირად ის ვერ ისარგებლებდა თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით.

ეს არის გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელსაც აფინანსებინებენ საქართველოში ქაოსს, არეულობას, ამის მცდელობას, ყოველ შემთხვევაში. ეს არის მთავარი მისი მოტივაცია, რატომაც რჩება და უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. მას აიძულებენ, დააფინანსოს რევოლუციის მცდელობა, ქაოსის გამოწვევის მცდელობა, არეულობის გამოწვევის მცდელობა, მას არჩევანიც კი არ აქვს სინამდვილეში, ამ კუთხით.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში ამბობს, რომ "მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია. სწორედ ამიტომაა, რომ კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას ჰყავს გაძარცვული ბიზნესმენები საქართველოში, გაძარცვული ჰყავს ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს".

კომენტარები