რუსეთი-მოლდოვა

რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 25 აპრილს რუსეთის ფედერაციაში მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. 

მოლდოვის ელჩს სამინისტრომ გადასცა ნოტა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება 19 აპრილის მოლდოვაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხო რეაქცია იყო. 

"გარდა ამისა, მოლდოვის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ვაცნობეთ, მოლდოვის რესპუბლიკის რიგი ოფიციალური პირებისთვის რუსეთის ფედერაციაში შესვლის აკრძალვის შესახებ, მათი რეგულარული ანტირუსული განცხადებების პასუხად, ასევე კიშინიოვის მიერ ევროკავშირის სანქციებთან მიერთებისთვის, რომლის სუბიექტებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან". - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები