ქართული ოცნება

საპატრიარქო აპროტესტებს მაკდონალდსის "ჰეფი მილს" ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ

საქართველოს საპატრიარქო მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავსი ქმედება განსაკუთრებით საქართველოში, ქრისტიანულ სახელმწიფოში ყალბი ღირებულებების პროპაგანდაა.

"რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა.

შეუძლებელი, მათ არ ესმოდეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას" - წერია განცხადებაში.

მანამდე, სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ მაკდონადლსმა სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა დაიწყო. 

მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე მუსიკოსის, ელტონ ჯონის პირადი ცხოვრებისა და წარმატების გზის შესახებ არის მოყოლილი.

საბავშვო წიგნს მმართველი პარტიაც პროტესტით გამოეხმაურა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ამ გზით ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის შემოპარება ხდება. 

"არ ჭირდება ბავშვს უფლებების დაცვის სწავლა 2, 3, 7 და 10 წლის ასაკში. ლგბტ პროპაგანდის შემცვლელი დოკუმენტაციაა, რაც არის შემოპარება ამ თემის და შეგუება პატარა ასაკიდან ამ თემის პროპაგანდისა" - თქვა მდინარაძემ.

 ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გამაოგნებელია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა.

კომენტარები