ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გაუპატიურების ბრალდებით 1 პირია დაკავებული.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ბათუმში ადგილი ჰქონდა გარყვნილ ქმედებას.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა.