გლდანულის ღვთისმშობლის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.