კლიმატის ცვლილება

NASA: 2023 წლის ივნისი აქამდე აღწერილ ივნისებს შორის ყველაზე ცხელი იყო

NASA’s Goddard Institute for Space Studies

ნიუ იორკში მდებარე NASA-ს გოდარის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის (GISS) ანალიზის მიხედვით, 2023 წლის ივნისში აქამდე აღწერილ ივნისებს შორის ყველაზე მაღალი გლობალური ტემპერატურა დაფიქსირდა.

NASA-ს მიერ გლობალური ტემპერატურის ანალიზი ამინდის სადგურებისა და ანტარქტიდის კვლევითი სადგურების, ასევე გემებსა და ოკეანის ტივტივებზე დამონტაჟებული ინსტრუმენტებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიმდინარეობს.

GISS-ის მკვლევრები სხვადასხვა გზით მიღებულ მონაცემებს ცდომილების გათვალისწინებით და თანმიმდევრული მეთოდების შენარჩუნებით აანალიზებენ და დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურას ითვლიან.

დედამიწის ზედაპირზე მოპოვებული მონაცემები თავსებადია სხვა გაზომვებთან, მათ შორის NASA-ს Aqua სატელიტის ატმოსფერული ინფრაწითელი ზონდის მიერ 2002 წლის შემდეგ შეგროვებულ მონაცემებთან.

დროთა განმავლობაში გლობალური ტემპერატურის ცვლილების აღწერის საბაზისო წერტილად NASA 1951-1980 წლების მონაცემებს იყენებს.

2023 წლის ივნისი ყველაზე ცხელ ივნისად დაასახელა ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმაც.

კომენტარები