რუსეთი

მოსკოვში ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადეს

ლენინის მავზოლეუმი წითელ მოედანზე

ერთ-ერთი Telegram არხის, Baza-ს ინფორმაციით, 17 ივლისს ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადეს.

37 წლის კონსტანტინ სტაჩუკოვი საკუთარი დაბადების დღის წინა ღამეს, დაახლოებით 10 საათზე წითელ მოედანზე მივიდა და მავზოლეუმის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ბოთლი ტროტუარზე დაიმსხვრა და აალდა.

მამაკაცი შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამ დროისთვის მის წინააღმდეგ საქმე "პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" მუხლით არის აღძრული.

კომენტარები