რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კრივოი როგზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთმა კრივოი როგზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდ ვიკული ავრცელებს

რაკეტა პოლიციის შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის მიმდებარედ 200 კვადრატული მეტრის რადიუსში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის დაშავებულია 44 ადამიანი, დაიღუპა ერთი პოლიციის ოფიცერი, სამის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ცოტა ხნით ადრე დნეპროპეტროვსკის ოლქში, რომლის ცენტრალური ქალაქი კრივოი როგია საჰაერო განგაში გამოცხადდა.

კომენტარები