რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, 2023 წლის 8 სექტემბერი.
Zelenskiy / Official

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევშია. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

"სრულმასშტაბიანი ომის პირველივე საათებიდან ბორის ჯონსონი გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინას და რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარება. ახლა აგრძელებს უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვას. მადლობა შენი ენერგიისთვის, მეგობარო!" - წერს ზელენსკი.

ბოლოს ჯონსონი კიევში 2023 წლის იანვარში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია. იგი პირველად კიევში აპრილში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც რუსები იძულებით დახიეს უკან. მეორედ კიევს პრემიერი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეწვია.

კომენტარები