საქართველო-ევროკავშირი

ბორელი რუსეთთან ფრენებზე: ვწუხვართ, რომ თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა

ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, რის შედეგადაც თბილისი რუსების ევროპაში გაყვანის ჰაბად იქცა. ასევე, აუცილებელია უფრო აქტიური ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ – რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ევროკავშირი გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ საინფორმაციო მანიპულაციებისადმი [საზოგადოების] მდგრადობას. დამოუკიდებელ მედიასა და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომა დემოკრატიის საფუძველია

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.

კომენტარები