რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი... ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი. გავიგე, რომ პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ და გინდათ, რომ რაღაცნაირად დაგვაბეჩავოთ და დაგვამციროთ ხალხის თვალში. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, რაც, სხვათა შორის, არსად წერია და ესეც გამოგონილი ნარატივია, იმისთვის, რომ ცალკარა ითამაშოთ, უსამართლოდ უტყაპუნოთ პოლიტიკოსებს და ავრცელოთ ათასი ტყუილები.
tbl.ge/6hzr
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული პრემიერმინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძემ თქვა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტია.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა - ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება
- პრემიერი: შეუძლებელია, ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი დააბალანსო
- კობახიძე: ორი ძალაა პოლიტიკაში, ჩვენ და კოლექტიური ნაცმოძრაობა
- იოსელიანი ქურასბედიანზე: მიუღებელია ე.წ. დაბულინგება, მითუმეტეს, ქალი პოლიტიკოსების
- TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა