საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე: ღარიბაშვილმა შეძლო – ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს

თქვენ გეშინიათ ხოლმე, თუ ევროპელმა თქვა, როგორ ვიკადრეთ. იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის და ნებისმიერ ქართველს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, პრემიერის იმდღევანდელი გამოსვლა ბორელთან კონფერენციაზე? იმიტომ, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, (ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში), რომ თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს...

დარბაზში მოსულ ხალხს ჩვენ კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად, და არა ქვემოდან, ელაპარაკა თუნდაც ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს და თანამდებობის პირს.

თქვა ქართული ოცნების ერთერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივი პრესკონფერენციაზე. მდინარაძემ კომენტარი მმართველი გუნდის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კომენტარები