ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. ამასთან, როგორც Guria TV წერს, ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
"მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო სკოლის დამლაგებელი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს". - წერს Guria TV.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.