2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ, 2032 წელს კი ტურნირი იტალიასა და თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია UEFA-მ გაავრცელა.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს გამარჯვება და მასპინძლობა მიულოცა.
ფეხბურთში მომდევნო, რიგით მე-17 ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება და მას გერმანია უმასპინძლებს.