11 ოქტომბერს რუსეთმა ნიკოპოლზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ადგილობრივი სკოლა-გიმნაზია თითქმის სრულიად განადგურდა.
უკრაინელმა მაშველებმა სკოლის ნანგრევებში ოთხი ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილებს შორის არიან საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, ერთი 72 წლის კაცი და სამი ქალი – 69, 67 და 60 წლისა.
დაზიანებულია ორი ადამიანი, რომლებსაც მაშველებმა შესაბამისი დახმარება გაუწიეს.