21 ოქტომბერს კაიროში პალესტინის საკითხზე სამიტი გაიმართება, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ კატარისა და ქუვეითის ლიდერები დაპატიჟა. სამიტზე განხილული იქნება პალესტინის საკითხის პერსპექტივები და მშვიდობის პროცესი რეგიონში.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ თქვა, რომ ეს იქნება რეგიონალური და საერთაშორისო სამიტი, სადაც პალესტინის საკითხის მომავალს განიხილავენ.
ეგვიპტურმა მხარემ სამიტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტისას დააანონსა. მეორე დღეს კი ქუვეითისა და კატარის სახელმწიფო მედია საშუალებებმა დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები სამიტს კაიროში დაესწრებიან.