სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ, განსაკუთრებით მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო. წინასაარჩევნო კამპანიაში რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა - მისი შანსი ნული იყო, იმდენად არ ჰქონდა პიროვნული ავტორიტეტი და იმდენად გვინდოდა ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი და ასე შემდეგ, რა არგუმენტებიც ჰქონდა, ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე შეურცხყოფას აყენებს, კარდაკარ დაიდოდნენ და საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ. ის კი არა, მოგვიწია, რომ ქართული ოცნების ლიდერების ბილბორდები ყოფილიყო განთავსებული მისი ფოტოების მაგივრად და ამ ხალხს ეძახის ახლა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
tbl.ge/6k2v
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
ამავე თემაზე
- კობახიძე პრეზიდენტზე: გუშინ გამოგვეცხადა პავლიკ მოროზოვად, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
- მიქანაძის აზრით, მომავალში ზურაბიშვილის სისხლის სამართლებრივი დასჯა გამორიცხული არაა
- ნაცვლიშვილი: ბევრს დაგვრჩა იმის დანაკლისი, რომ ივანიშვილი გამოსვლაში ნახსენები არ იყო
- მაჭარაშვილი: დღეიდან პრეზიდენტი არის, როგორც მინიმუმ, ფრთამოტეხილი
- ანა ბუჩუკური იმპიჩმენტზე: ვნახეთ შემდეგი რამ - ლუზერები და უზრდელები