17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 ლარი იყო.
ეს წლის მეექვსე აუქციონია. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
- თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა
- ნათია თურნავას სამივე მოადგილე გადადგა
- რეფინანსირების განაკვეთი 10% გახდა – სებ-მა მისი 0.25%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო
დაახლოებით ერთი კვირაა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6977 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8418 ლარი.