სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბედი ოპოზიციის ხელში იყო და არის. ერთხელ ხომ გითხარით, რომ ამ ქალს პრეზიდენტობიდან არ გავუშვებთ. ნუ ეშინია და რამდენიც უნდა, იაროს, ჩვენ მის იმპიჩმენტს ხმას მაინც არ მივცემთ. ქალბატონო სალომე, ნუ გეშინიათ, იარეთ, ჩვენ ამაში ხელს არ შეგიშლით.
tbl.ge/6lcd
დაკოპირდა
მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. პრეზიდენტის თქმით, ის საფრანგეთში მიემგზავრება და 10-11 ნოემბერს პარიზში, მშვიდობის ფორუმს დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იქნება.
სტრატეგია აღმაშენებელიგიორგი ვაშაძესალომე ზურაბიშვილისალომე ზურაბიშვილის ვიზიტისაქართველოს მთავრობაირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნებასაფრანგეთიპარიზი