ჩინეთი

ჩინელმა მეცნიერებმა ემბრიონში ღეროვანი უჯრედების დამატებით პირველი მაიმუნი შექმნეს

Cell/PA Wire

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებმა მაკაკის ემბრიონში ღეროვანი უჯრედების დამატებისგან მაიმუნი შექმნეს. ეს ღეროვანი უჯრედებისგან პრიმატის შექმნის მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. 

მამრი, გრძელკუდიანი და მწვანე თვალებიანი მაკაკა ხუთი დღის ემბრიონში ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიულად დამატებით შეიქმნა. ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან ლაბორატორიაში ყველა სხვა ტიპის ქსოვილის მიღებაა შესაძლებელი. მეცნიერებმა ღეროვან უჯრედებს მანათობელი მწვანე ელემენტები დაამატეს, რათა შემდგომში დაედგინათ, თუ რომელი ქსოვილები იქნებოდა წარმოშობილი მთლიანად დონორის ღეროვანი უჯრედებისგან. ამის შედეგად, ერთ მამრ მაკაკას ღია მწვანე ფერის თითები და ზურმუხტისფერი თვალები აქვს. მაკაკას სხეულის 2/3 დონორი ღეროვანი უჯრედისგან მიღებული ღია მწვანე უჯრედებისგან შედგება. 

ეს აღმოჩენა მეცნიერებას საშუალებას მისცემს გაიგოს მეტი, თუ რა როლი აქვს ღეროვან უჯრედებს ემბრიონული განვითარების საწყის ეტაპებზე. ასევე, მეცნიერების თქმით, ღეროვანი უჯრედების ინჟინერიით ადამიანის მსგავსი ორგანოთა სისტემების შექმნაა შესაძლებელი, რაც მეცნიერებს დაეხმარება ცდების ეტაპზე მყოფი სხვადასხვა პრეპარატები უფრო მარტივად დატესტონ. 

კომენტარები