პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან ახლოს სატანკო ბატალიონის განთავსებას გეგმავს

ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარი
Tok.tv

11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვართან ახლოს, სოფელ ჩარტაიევთან ახლოს სატანკო ბატალიონს განათავსებს. ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი.

"ჩარტაიევთან ფუნქციონირებას იწყებს ახალი სატანკო ბატალიონი, რომელიც პირველი ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში შედის. დივიზიის მიზანია დაიცვას ქვეყანა აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხისგან". – ამბობს ბლაშჩაკი.

მინისტრის თქმით, 2015 წელთან შედარებით სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. ადრე ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო ნაწილების ლიკვიდაცია მოხდა, ახლა პირიქით პოლონეთი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. 

"ჩვენ ვქმნით ახალ სამხედრო ნაწილებს. ჯარში მიგვყავს ახალგაზრდა მოხალისეები, მათ ვისაც სურთ საკუთარი მომავალი დაუკავშირონ პოლონურ არმიას. ამ ქვედანაყოფებს თანამედროვე იარაღით ვამარაგებთ". – თქვა ბლაშჩაკმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვაგნერის ქვედანაყოფები ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან ახლოს დაბანაკდნენ.

სატანკო ბატალიონის საზღვართან გადასროლას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:

"რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი დაძაბულობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ბელარუსმა იცის რაც უნდა ქნას".

კომენტარები