პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთი: ბელარუსის მხრიდან მესაზღვრეებს შურდულებით ქვები დაუშინეს

პოლონელი ჯარისკაცები პოლონეთი-ბელარუსის საზღვარს ეკლიანი მავთულით ამაგრებენ
AFP/JAAP ARRIENS

პოლონელი მესაზღვრეები ბელარუს კოლეგებს შურდულებით ქვების სროლაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური X-ის გვერდი ავრცელებს.

"დაახლოებით 21:00 საათზე, შვიდი ადამიანისგან შემდგარი, შენიღბული ჯგუფი ქვებს ესროდა მესაზღვრეებს. ჯგუფი შეიარაღებული იყო შურდულებით, მათ ასევე ჰქონდათ ფარნები, რომლითაც საპატრულოდ გამოსულ მესაზღვრეებს აბრმავებდნენ. ადგილზე გაიგზავნა სპეციალური მანქანა. დაშავებულები არ არიან". – წერია სასაზღვრო სამსახურის პოსტში.

შემთხვევა დუბიჩე-ცერკევნეს სასაზღვრო პუნქტთან ახლოს მოხდა. 

2022 წლის აპრილში იმავე ქვეყნების საზღვარზე მსგავსი შემთხვევა მოხდა. ბელარუსი მესაზღვრეების თქმით პოლონელები მათ შურდულებით თავს დაესხნენ. განცხადებიდან ცოტა ხანში სოციალურ ქსელებში ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც გავრცელდა.

კომენტარები