რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიას რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმა შეუძლია – იტალიის ენერგეტიკის მინისტრი

ჯილბერტო პიჩეტო-ფრატინი
Olivier Hoslet/EFE via EPA

იტალიის ენერგეტიკის მინისტრის, ჯილბერტო პიჩეტო-ფრატინის თქმით, იტალია რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული და პრობლემა არ ექნება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ თხევად ბუნებრივ აირზე სანქციების დაწესებასთან, რასაც ევროკომისია განიხილავს. 

პიჩეტო-ფრატინმა თქვა, რომ იტალიას "არ აქვს მიზეზი, დაუპირისპირდეს (რედ. - რუსეთის წინააღმდეგ) ახალი სანქციების პროცესს".

"ახლა იტალია ისეთ მდგომარეობაშია, რომ რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმა შეუძლია". - თქვა პიჩეტო-ფრატინმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთვის იტალია რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით რუსეთის გაზით მომარაგება საგრძნობლად შეამცირა. იტალიის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს რუსეთიდან იმპორტირებული გაზი მთლიანი გაზის იმპორტის 5%-ზე ნაკლები შეადგენდა, რაც 2020 წელს 43% იყო.

„გავმრავალფეროვნდით; სხვადასხვა წყაროები და რეგაზიფიკაციის სადგურები გვაქვს, ამიტომ საკმარისი მომარაგება გვაქვს, რომ მშვიდად ვიყოთ“. - თქვა პიჩეტო-ფრატინმა.

ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრემლის წინააღმდეგ 13 პაკეტი აამოქმედა, მაგრამ ჯერჯერობით რუსულ გაზის სექტორს არ შეხებია.

კომენტარები