არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ პარტიის ზოგიერთ ლიდერთან გარკვეულ თემაზე კვლავ კონტაქტი ჰქონდეს - შეკითხვა იქნება ეს თუ კონსულტაციის საჭიროება. მაგრამ, მისი მონაწილეობის თემა ძალიან ლიმიტირებულია. პირადად მას არასოდეს დაუშვია, რომ მთავრობისა და პარტიისთვის ეხელმძღვანელა, ან პარლამენტისთვის გარკვეული მითითებები მიეცა [...]
შეიძლება, რაღაც გარკვეულმა საერთაშორისო სტრიქტურამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს - რა მიზეზით? რატომ? ცუდი რა გააკეთა, ან საქართველოსთან მიმართებაში მისი ნეგატიური როლი რაში მდგომარეობს [...] მისი დანაშაული რა არის, იმის გარდა, რომ თავის ქვეყანას ემსახურება.