სახელმწიფო შტოებს შორის მკვეთრად მოიშალა ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარ არის. პარლამენტი კი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის ნაცვლად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა.
2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობის მიუხედავად, ის ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს დაუბრუნდა. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვება - ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებასა და გამყარებას, რასაც პარტიის შიდა დემოკრატიისა თუ როტაციის პრინციპს არქმევენ.