რა ქენი გუდუნა ეს?! რას დაგამსგავსეს ბიჭო?! საკრებულოში გამოგწვრთენით, მერე პარლამენტში გადმოხვედი. შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა სტრატეგია აღმაშენებელმა?! რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს ბაზარზე კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?!
tbl.ge/6psd
დაკოპირდა
ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებული ფასები 2012 წლის ფასებს შეადარა.