პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინკს საზღვართან

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა სრულად გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერის, ანდრეი დემჩენკოს თქმით, ამ ეტაპზე პოლონელ ფერმერებს სატვირთო ავტომობილების გამშვები ოთხივე პუნქტი სრულად აქვთ ბლოკირებული. მისი თქმით, პუნქტებთან ამ დროისთვის 1 500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული.

ამავდროულად, სამგზავრო ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის საზღვარი ხუთივე მიმართულებით ღიაა, თუმცა, ორ პუნქტზე არის შეფერხებებიც.

პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინელ მომწოდებლებთან არასამართლიან კონკურენციაში არიან, რადგან სოფლის მეურნეობების პროდუქტები ბევრად უფრო დაბალ ფასად შეაქვთ პოლონეთში.

კომენტარები