რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოსკოვთან დრონი ჩამოაგდეს

REUTERS/Maxim Shemetov/File Photo

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოსკოვისგან სამხრეთით დრონი ჩამოაგდეს. ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სობიანინის მიხედვით, დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა პოდოლსკის რაიონში ჩამოაგდეს.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის, ბრიანსკისა და ბელგოროდის რეგიონებში ხუთი დრონი ჩამოაგდეს. 

კომენტარები