ფულით ფულის დამარცხება რომ შეიძლებოდეს, მაშინ უნდა გვითხრან ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული ვის აქვს და არ მგონია რომ ვინმეს ჰქონდეს [...] დაფინანსებაში ჩემთვის არის მთავარი და მარტივი ფორმულა, დაფინანსება შეიძლება მიიღო, როგორც მხარდაჭერა და თანადგომა. დაფინანსება არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება რაღაცის სანაცვლოდ გადასახადი. მე ვიხდი და ვუკვეთ მუსიკას, ეს გამორიცხულია, მე არ მჭირდება ვინმემ მუსიკა დამიკვეთოს, მირჩევნია იქ საერთოდ არ ვიყო, თუ დაფინანსებაზე რაღაც გადაულახავი ამბავია. მაგრამ მე ასევე მინდა ყველას ვუთხრა - რაციონალურად, არ არის ეს გადაულახავი ამბავი. ფული შოვნადია, ადამიანები, ვისაც ქართული ოცნება ძალიან არ მოსწონს, ვისაც თან არ მოსწონს და თან არ ეშინია ქართული ოცნების, ვისაც თან არ მოსწონს, თან არ ეშინია და თან ფული აქვს და მეოთხე - თან ჩვენ მოვწონვართ, ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში არიან.
tbl.ge/6q3f
დაკოპირდა
ამბობს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ტელეკომპანია მთავარის ეთერში დაფინანსების წყაროებზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- გვარამია: გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ისინი, ვინც არიან პარტიაში, ამაში მელიას ვეთანხმები
- მელია: არ მჯერა, რომ ფულით შეიძლება ფული დაამარცხო
- კალაძე ახალზე: როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა, როცა არჩევნებზე 1-2%-სთვის იბრძოლებენ?
- მელია კეზერაშვილზე: მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი
- მელია: ჩემი პირადი რწმენაა, რომ "ახალი" გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია არჩევნებამდე