აშშ-ჩინეთი

Reuters: ტრამპის პრეზიდენტობის დროს, CIA-მ ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ სოც.მედიის კამპანია წამოიწყო

Reuters-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-მ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფისში ყოფნის დროს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დაავალა ჩინურ სოციალურ მედიაში საიდუმლო კამპანიის წამოწყება, რომლის მიზანიც ჩინეთის ხელისუფლების დიკსრედიტირება იყო. ამის შესახებ Reuters ინფორმაცია მიაწოდეს შშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ კლასიფიცირებულ ოპერაციასთან.

მათი მტკიცებით, CIA-მ შექმნა ადამიანთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ინტერნეტში ყალბი იდენტობებით უარყოფით გზავნილებს ავრცელებდნენ ჩინეთის მთავრობაზე. 

აღნიშნული ჯგუფების მიერ გავრცელებული ერთ-ერთი გზავნილის მიხედვით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრები საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით თანხას მალავენ, ხოლო ჩინეთის "სარტყელი და გზის" ინიციატივა კორუფციული და უსარგებლო პროექტია. 

CIA-ის სპიკერმა, ჩელსი რობინსონმა უარი თქვა ასეთი პროგრამის არსებობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს სპიკერი და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მოწმობაა, როგორ ცდილობს აშშ-ის ხელისუფლება "საზოგადოებრივი აზრის სივრცე და მედია პლატფორმები გამოიყენოს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისათვის და ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად"

Reuters-ი წერს, რომ ვერ მოხერხდა იმის დადგენა, აღნიშნული პროგრამა კვლავ ძალაშია თუ არა ჯო ბაიდენის ადმინსიტრაციის პირობებში. პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ქეით უოთერსმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

 

კომენტარები