საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კობახიძე: ღირსების ორდენზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც წარვადგენთ

პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი საამაყო გუნდის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე. ის 26 ფეხბურთელი დაჯილდოვდება, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური მატჩებისთვის გამოიძახეს.

ასევე, ღირსების ორდენზე მთლიან სამწვრთნელო შტაბსაც წარვადგენთ. მათ გარდა, წარვადგენთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც. ისინი ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები