ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენებს დორტმუნდში, ჰამბურგსა და დუსელდორფში განახორციელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
- თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
- თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)
აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვას ჯორჯიან ეარვეისი 1-ლი აპრილიდან დაიწყებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.