2024 წელს გარდაცვლილები

87 წლის ასაკში ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტ ჯუნიორი გარდაიცვალა

ლუის გოსეტ ჯუნიორი
Befunky

87 წლის ასაკში ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტ ჯუნიორი გარდაიცვალა.მედიის ცნობით გოსეტმა ბოლო დღეები სანტა მონიკის სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი არ სახელდება. მსახიობს 2010 წელს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, 2020 წელს ის კოვიდის გართულებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოსეტ ჯუნიორმა კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. 70-იან წლებში ე.წ. შავი კინოს ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, განსაკუთრებული პოპულარობა სატელევიზიო მინისერიალ The Roots-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. 1984 წელს ფილმ An Officer and a Gentleman-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარი და გახდა პირველი შავკანიანი მსახიობი კაცი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლისთვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.

თითქმის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში გოსეტმა ათობით როლი შეასრულა. ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში: Iron Eagle, Jaws 3D, The Punisher, Toy Soldiers, The Color Purple, The Lazarus Syndrome, The Guardian, The Dead Zone.

ოსკარის გარდა მიღებული აქვს ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოები.

კომენტარები