ტაივანი

ტაივანში ბოლო წლებში ყველაზე მძლავრი მიწისძვრის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგები ტაივანის ქალაქ ხუალიანში, 3 აპრილი, 2024
Bloomberg

3 აპრილს ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი დაშავდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ დაშავებულთა რიცხვი 1 058-მდე გაიზარდა. ამასთანავე, ამ დროისთვის ნანგრევებში ჩარჩენილია 646 ადამიანი.

ბიძგები ტაივანის დედაქალაქშიც იგრძნობოდა, თუმცა მიწისძვრამ ტაიპეიში მცირე დაზიანებები გამოიწვია.

კომენტარები