რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას.
tbl.ge/6r63
დაკოპირდა
თბილისის მერი კახა კალაძე.
9 აპრილს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ის სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".
ამის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა - "რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით".
ამავე თემაზე
- გაერო: რუსულმა კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება
- სირცხვილია: არ უნდა ავყვეთ ოცნების მცდელობას, ჩაგვითრიოს კანონის "შელამაზების" დისკუსიაში
- იოსელიანი შსს-ს: მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენოთ
- ჰაკერი: აგენტების კანონის მიღება ქართველ ხალხში პროევროპულ დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება
- რიში: კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, ევროპული მომავალი არ აინტერესებს