არჩევნები 2024

საუკუნის ანეკდოტი - სააკაშვილი მთავარი არხის კვლევაზე

"გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, ჩვენ გავიმარჯვებთ" - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ISSA-ს კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში, გამოკითხულთა პასუხები ალოკაციით ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 37.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 18.8%
  • ახალი - 13.8%
  • საქართველოსთვის -5.2%
  • ლელო საქართველოსთვის -4.7%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.7%
  • ევროპული საქართველო - 2.3%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -2.2%
  • მოქალაქეები - 2.2%
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -2.1%
  • ხალხისთვის - 1.8%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.7%
  • გირჩი - 1.7%
  • სამართლიანობისთვის -0.7%
  • ხალხის ძალა - 0.6%
  • პატრიოტთა ალიანსი - 0.6%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.5%
  • რესპუბლიკური პარტია - 0.4%
  • კანონი და სამართალი -0.3%
  • სხვა პარტია -0.3%

კომენტარები