რუსული კანონი

TV PIRVELI აქციის დროს პოლიციელების მიერ ალეკო ელისაშვილის ცემის ვიდეოს ავრცელებს

TV PIRVELI ავრცელებს 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს გადაღებულ ვიდეოს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავს ძალის გამოყენებით პოლიციას დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობაში.

შენობაში ძალით შეყვანისას პოლიციელები ელისაშვილზე ჯგუფურად ფიზიკურად უსწორდებიან.

"შესვლა ხომ უნდოდა" - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი მას შემდეგ, რაც ელისაშვილი კანცელარიის შენობაში ცემით შეიყვანეს. 

ელისაშვილის თქმით, კანცელარიის შენობაში მას წაქცეულზე პოლიციელებმა გამეტებით ურტყეს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი.

"პერსონალურად, ვაჟა სირაძე ძალიან აგრესიული იყო. ასევე, მის გარშემო, უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც. ყველაზე აგრესიულები კანცელარიასთან იყვნენ, მანქანაშიც როგორ ჩამტენეს, კადრებში კი ნახეთ. თუმცა, რომ მოვდიოდით, როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო. ოღონდ, ძალიან ჩუმად მეუბნებოდნენ, ისე, რომ ვერავის გაეგო" – ამბობს ელისაშვილი. 

იქამდე, 15 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

 

 

კომენტარები