ჩვენ მომხრეებში იწვევს გაღიზიანებას ის მომენტი, რომ აქ შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და თავს ასაღებს, ვითომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დიახ, გვაქვს ის ინფორმაცია, რომ ის, ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესებში და ისიც იქნება [კონტრაქციაზე] და მიმართავს საქართველოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა და მიმართვა იქნება სტიმული ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს. ეს არის ილიას სიტყვები და არა ის, რომ ჩვენი თავი ეყუდნეს უცხოელ პარტნიორს.
tbl.ge/6rir
დაკოპირდა
თქვა ხალხის ძალის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. 29 აპრილს ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ვთხოვ სამართალდამცავებს, ძალადობაზე იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით
- უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის განახლებაზე – სამხატვრო აკადემიის სტუდენტები
- ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – Alte-ს სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან
- ილიაუნის სტუდენტები: ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას
- 13 მაისიდან ონლაინმედიებს პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ