დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

რიში სუნაკი პოლონეთში უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს დააანონსებს

რიში სუნაკი

23 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი პოლონეთში ვიზიტისას უკრაინის სამხედრო დახმარების ჯერჯერობით ყველაზე დიდ პაკეტს დააანონსებს. როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ეს პაკეტი მოიცავს ხომალდებს, 1600 რაკეტას, მათ შორის, Storm Shadow-ს შორი მანძილის რაკეტებს, ამუნიციას და 400 ერთეულ სამხედრო სატრანსპორტო ტექნიკას. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ბრიტანული ფუნტია. რიში სუნაკი პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ  ტუსკს შეხვდება, სადაც სავარაუდოდ ევროპის უსაფრთხოებაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრებენ. პოლონეთის შემდეგ რიში სუნაკი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. 

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსოფლიოს დაავიწყდეს, თუ როგორ ეგზისტენციალურ ბრძოლაშია უკრაინა, და ჩვენი განგრძობითი მხარდაჭერით ისინი გაიმარჯვებენ" - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსმა. 

კომენტარები