ახალი რუსული კანონი

მდინარაძე: არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს

ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს.

ავრცელებს საქართველოს პარლამენტი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომელიც მან ამბროლაურში -  ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის სახალხო განხილვისას გააკეთა.

კომენტარები