კრიმინალი

გარდაბანში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს 1988 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები