რუსეთი-ირანი

შოიგუ ირანელ კოლეგას შეხვდა და სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების სურვილი აცნობა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ირანის თავდაცვის მინისტრი მუჰამედ რეზა აშთიანი თეირანში შეხვედრაზე, 20 სექტემბერი, 2023
Fars news agency

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირანელ კოლეგას, მუჰამედ რეზა აშთიანის შეხვდა, რომელსაც აცნობა, რომ რუსეთი მზადაა, ირანთან სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა გააფართოოს.

სამთავრობო მედია ციტირებს, რომ შოიგუს თქმით, რუსეთისა და ირანის სამხედრო დეპარტამენტებს შორის ბოლო დროს ურთიერთობა მზარდად მნიშვნელოვანი იყო.

ორი მინისტრი ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) შეხვედრას ესწრებოდა.

კომენტარები