რუსული კანონის განხილვისას კომიტეტის სხდომიდან კორძაია და სამადაშვილი გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს - თამარ კორძაიას და ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა.

კორძაია სხდომის დროს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ციტირებდა, ხოლო სამადაშვილი ამბობდა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს, რა დროსაც, ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. სამადაშვილმა საუბარი მიკროფონის გარეშე გააგრძელა, რის გამოც კომიტეტის თავმჯდომარემ იგი სხდომიდან გააძევა.

ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები გააფრთხილა, არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით ემუქრება.

რამდენიმე წუთით ადრე, სხდომიდან ასევე გააძევეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი.

კომენტარები