შოტლანდია

ჰამზა იუსაფმა შოტლანტიის პირველი მინისტრის თანამდებობა დატოვა

thetimes.co.uk

ჰამზა იუსაფმა შოტლანდიის მთავრობის მეთაურის, პირველი მინისტრის თანამდებობა დატოვა. იუსაფი პირველი მინისტრის გარდა შოტლანდიის ეროვნული პარტიის თავდმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, რომელსაც ასევე ტოვებს.

შოტლანდიაში არჩევნები წლის ბოლოსაა დაგეგმილი. ჰამზა იუსაფი თანამდებობიდან ერთკვირიანი პოლიტიკური ქაოსის გამო გადადგა, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ პარტიასა და მწვანეთა პარტიას შორის კოალიციის დაშლამ გამოიწვია. ამის შემდეგ ჰამზა იუსუფს გუნდმა უნდობლობა გამოუცხადა. 

ჰამზა იუსაფმა დაახლოებით ერთი წლის წინ პირველი მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკოლა სტარჯეონი ჩაანაცვლა. შოტლანდიის ეროვნული პარტია უკვე 17 წელია, რაც შოტლანდიის მთავრობის ჩამოყალიბებას ახერხებს, თუმცა ბოლო კვლევები მათი რეიტინგის ვარდას აჩვენებს. 

კომენტარები